Belive

საქართველო 12:6 თურქეთი - წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი 12:6 დაამარცხა. 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, ქართველები შეეცდებიან, რომ გერმანია/რუმინეთის წყვილში გამარჯვებულსაც აჯობონ და ტურნირი საკმაოდ კარგი შედეგით - მე-9 ადგილით დაასრულონ. საქართველოს ნაკრებს თურქეთთან გამარჯვება არ გასჭირვებია. პირველი და მესამე მეოთხედები ქართველებმა ერთი და იმავე ანგარიშით - 4:1 მოიგეს, მე-2 და მე-4 ტაიმები კი ფრედ დაასრულეს - 2:2; 2:2.

სხვა სტატიები