Belive

საქართველო ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიო თასს მასპინძლობს

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
8-11 ნოემბერს თბილისში, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასი გაიმართება.  ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის 300 წარმომადგენელი. მსოფლიო თასის გათამაშებას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრებიან, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რუდი ვან დენ ებილი და საერთაშორისო ეტლით ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი პალ სეკერეში. მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიალი 9 ნოემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება. 8 ნოემბერს დაშნით ფარიკაობაში მამაკაცთა კატეგორიაში გაიმართება შეხვედრები, ხოლო ქალთა შორის რაპირით ფარიკაობა შედგება. 9 ნოემბერს უკვე რაპირით მამაკაცები იფარიკავებენ, ხოლო დაშნით ქალები. 10 ნოემბერს ორივე კატეგორიაში ხმლით ფარიკაობის დღეა. ბოლო, დასკვნით დღეს, 11 ნოემბერს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება მამაკაცთა შორის დაშნით ფარიკაობაში, ხოლო ქალთა შორის რაპირაში. საქართველოს ღირსებას ოთხი პარამოფარიკავე ქალი, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი დაიცავს.

სხვა სტატიები