Belive

საქართველოს დრიფტის სერიების მესამე ფინალური ეტაპი

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
საქართველოს დრიფტის სერიები (იგივე ჩემპიონატი) მახათას მთაზე დასრულდება. 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე  ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს 14:00 საათიდან მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მასში 30-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ეტაპი  ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა. ხოლო მეორე ეტაპი უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მევლუდ მელაძის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა რის გამოც ყველაზე მეტი ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია. ამ სამ მრბოლელს შორის განსხვავება ქულებში მინიმალურია, რის გამოც ფინალურ ეტაპზე კონკურენცია პიკს მიაღწევს და გაცილებით სანახაობრივი იქნება ვიდრე წინამორბედი ეტაპები. დრიფტი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა , რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება, ამიტომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით და დისტანციის დაცვით. ასევე იქნება Live ტრანსლაცია („Georgian Drift Series“-ის ფეისბუქ ფეიჯსა და „Georgian Automobile Sport Federation“ - ის ფეისბუქ ფეიჯზე), რომელიც 10-მდე პროფესიონალური კამერით და გამოცდილი კომენტატორებით ტრანსლირდება. ღონისძიებას საერთაშორისო მსაჯთა კოლეგია აფასებს, ლიცენზირებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ და ტარდება „BMW Club Georgia“-ს ორგანიზებით. ღონისძიების მიზანია აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს უსაფრთხო ტერიტორიებზე თუ შეჯიბრებზე. ღონისძიების გენერალური სპონსორია სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია, რომელიც გამარჯვებულებს სოლიდურ პრიზებს გადასცემს: 1 ადგილი - 500ლ, 2 ადგილი - 300ლ, 3 ადგილი - 200ლ საწვავი.

სხვა სტატიები