Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთთან მატჩებისთვის ემზადება

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ორმატჩიანი პლეი ოფის პირველი შეხვედრა 5 იანვარს 19:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება. დასწრება თავისუფალია (აუცილებელია კოვიდრეგულაციების დაცვა) "გვიყვარს ბრძოლა და მოგებას მოწყურებულები ვართ. იმედია, ჩვენი მხარდამჭერები იმ მუხტს მოგვცემენ, რაც მათგან გვჭირდება!'" - აღნიშნავს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. წყარო: facebook.com/GEONHF