Belive

საქართველოს მედროშე მინსკის მე-2 ოლიმპიურ თამაშებზე ცნობილია

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 14 ივნისს საქართველოს  ეროვნული  ოლიმპიური კომიტეტის  შტაბ-ბინაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა მეორე ევროპული თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადებისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები განიხილეს. ევროპული თამაშები გაიმართება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 21-30 ივნისს, სადაც საქართველოს 61 სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს: ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული, თავისუფალი ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში სპორტული, მხატვრული ბატუტზე ხტომა, კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში, გურამ თუშიშვილი იქნება.

სხვა სტატიები