Belive

საქართველოს ნაკრებისთვის ATP Cup დასრულებულია

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
პირველი იანვრიდან ავსტრალიაში სტარტი აიღო საჩოგბურთო სამყაროში პირველმა ტურნირმა - ATP Cup-მა. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყნის ნაკრები იღებს, რომლებიც 6-ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითოეული ჯგუფი 4 ნაკრებითაა დაკომპლექტებული და მომდევნო ეტაპის საგზურს პირველადგილოსნებთან ერთად ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა



  • ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ალექსანდრე მეტრეველი
  • ალექსანდრე ბაკში
  • ზურა ტყემალაძე
  • საბა ფურცელაძე

საქართველოს ნაკრების ჯგუფი


 

არგენტინა



შემადგენლობა:
  • დიეგო შვარცმანი
  • ფედერიკო დელბონისი
  • ფედერიკო კორია
  • მაქსიმო გონსალესი
  • ანდრეს მოლტენი
საქართველოს პირველი მეტოქე არგენტინის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც საერთო ჯამში, ანგარიშით - 3:0, დავმარცხდით. საყურადღებოა ერთი დეტალი, რომ ერთეულთა თანრიგის ორივე შეხვედრის მსგავსად, წყვილებშიც იდენტური ანგარიში - 6:1, 6:2, დაფიქსირდა, როგორც გითხარით სამივე შეხვედრაში არგენტინელებმა იმარჯვეს.

პოლონეთი



შემადგენლობა:
  • ჰუბერტ ჰურკაჩი
  • კამილ მაირჩაკი
  • კასპერ ჟუკი
  • იან ზიელინსკი
  • შიმონ ვალკოვი
პოლონეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ ცნობილი გახდა, რომ ბასილაშვილი ე.წ. განაცხადში არ იყო, ვინაიდან ის საბერძნეთის ნაკრებთან ანუ სტეფანოს ციციპასთან დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა. პოლონელებთანაც მშრალად, ანგარიშით - 3:0, დავმარცხდით. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ალექსანდრე მეტრეველის დრამატულად მოგებული სეტი გახლდათ, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერს, ჰუბერტ ჰურკაჩს ტაიბრეიკში აჯობა.

საბერძნეთი



შემადგენლობა:
  • სტეფანოს ციციპასი
  • მიხაილ პერვოლარაკისი
  • პეტროს ციციპასი
  • მარკოს კალოველონისი
  • არისტოტელის ტანოსი

საბერძნეთი ეროვნული ნაკრები ჩვენი დასკვნითი მეტოქე იყო, ვინაიდან საწყის ორ ოპონენტთან დავმარცხდით. ბერძნებმა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ციციპასი და პერვოლარაკისი დაგვიპირისპირეს. ერთეულთა თანრიგში პერვოლარაკისმა მეტრეველს 2-სეტში სძლია, ხოლო ბასილაშვილმა სუნთქვის უკმარისობიდან (სუნთქვის სწრაფი გაძნელება) გამომდინარე ციციპასთან შეხვედრა პირველივე სეტში შეწყვიტა. წყვილთა თანრიგში საქართველოს ნაკრებმა მეტრეველისა და ბაკშის წყვილი წარმოადგინა. ეს იყო პირველი და ერთადერთი გამარჯვება ATP Cup-ზე, რომელიც ჩვენი ნაკრების "ბალანსზე" აისახა.

შეგახსენებთ, რომ ATP Cup-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, ნიკოლოზ ბასილაშვილის მსოფლიო რეიტინგში განთესვიდან გამომდინარე, მე-16 ნომრად იყო წარმოდგენილი. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა 8 მარცხის წილ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლო. მიუხედავად ამისა, ეს ქართული ჩოგბურთისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა - უმაღლესი დონის ჩოგბურთელებთან დაპირისპირების სიამოვნება ბასილაშვილის გარდა თუ გულწრფელები ვიქნებით, ამ დროისთვის არცერთ ქართველ მამაკაც ჩოგბურთელს არ აქვს.

სხვა სტატიები