Belive

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო კენჭისყრა გაიმართა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
15 თებერვალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მნიშვნელოვანი დღე გახლდათ, ვინაიდან პრეზიდენტის ასარჩევი კენჭისყრა გაიმართა. სფფ-ს მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ, ახალ კენჭისყრაშიც იგი ერთადერთი კანდიდატი იყო. 29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა სრული ნდობა მოიპოვა, ვინაიდან მან 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო დელეგატებისგან. კენჭისყრაში ჯამში 28 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. არანაირი ცვლილება არ იგეგმება აღმასკომის რიგებში, რომელიც ასევე დღეს დამტკიცდა. ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს, რის შედეგადაც იგი მომდევნო 4 წლის განმავლობაში სფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე იქნება.

სხვა სტატიები