Belive

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბრინჯაო მოიპოვა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბათუმში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლო სათამაშო დღეს ქართველი მოჭადრაკეები ჩინეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე იყვნენ დამოკიდებულები. გამომდინარე იქიდან, რომ ოლიმპიადის გამარჯვებული ჩინეთი გახდა, საქართველომ მედლების მოპოვება შეძლო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემპიონი ჩინეთი გახდა, ხოლო მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს უკრაინის ქალთა ნაკრები დაეუფლა.

სხვა სტატიები