Belive

საქართველოს რაგბის კავშირი გულშემატკივარს მიმართავს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსმა საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებსაც შეუქმნა საფრთხე. მარტის ბოლოს აღარ ჩატარდება თბილისის გრან პრი. ამის გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი შეხვედრები 1 აპრილამდე აღარ ჩატარდება. 14 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბის კავშირი თამაშამდე გულშემატკივარს მიმართავს: "ძვირფასო მეგობრებო როგორც მოგეხსენებათ შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის. ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები," - ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სტატიები