Belive

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადა 12:8 დაამარცხა. ქართველი წყალბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვების მოპოვება დეიან სტანოევიჩის გუნდს არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 3:1 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში ერთქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 3:2. მესამე და მეოთხე მეოთხედები ერთი და იგივე ანგარიშით, 4:4 დასრულდა. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები შემდეგ თამაშს ხვალ, ბრაზილიასთან გამართავს.

საქართველო 14:11 კანადა (სრული მატჩი)

კანადა - საქართველო 🤽‍♂ ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი, მესამე ტური 🇬🇪 საქართველო - კანადა 🇨🇦 Posted by Live.ge on სამშაბათი, 16 თებერვალი, 2021

სხვა სტატიები