Belive

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დაიწყო ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა D ჯგუფის პირველი შეხვედრა საფრანგეთთან გამართა და მეტოქე 9:7 დაამარცხა. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 2:3 დათმეს, თუმცა დარჩენილი სამი ტაიმი ერთბურთიანი სხვაობით მოიგეს - 3:2; 2:1; 2:1. საქართველო D ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია, თუმცა აღნიშნული გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები გაიზარდა. გეტყვით, რომ ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ 1/4 ფინალში გადის, მე-2 და მე-3 ადგილოსნები კი მერვედფინალში გადიან. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები 16 იანვარს საბერძნეთს დაუპირისპირდება, 18-ში კი უძლიერეს იტალიას.

სხვა სტატიები