Belive

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
5 და 10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, შესაბამისად, ლიხტენშტაინისა და აზერბაიჯანის 21-წლამდელების წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრებით იწყებს გია ცეცაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს. ლიხტენშტაინთან პირველი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანს საქართველოს ნაკრები ბაქოში ესტუმრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ევროშესარჩევი შეხვედრებისთვის მოემზადებიან: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა); მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო); ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი); თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი). gff.ge

სხვა სტატიები