Belive

სექტემბრის ბაშოს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
12 სექტემბრიდან ტოკიოში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც. იაპონურმა სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ სუმოს სამყაროს ტერუნოფუჯის სახით ახალი იოკოძუნა ეყოლება, რომელიც აღნიშნული სტატუსით პირველ ბაშოს ჩაატარებს. რეიტინგის სათავეში განვლილი ბაშოს ჩემპიონი, იოკოძუნა ჰაკუჰოა მოქცეული.  სექტემბრის ბაშოს 2 ოძეკი ეყოლება - აღმოსავლეთიდან შოდაი, ხოლო დასავლეთიდან ტაკაკეიშო. სეკივაკეებს მიტაკეუმისა და მეისეი დააკომპლექტებენ - ფორმალურად აღმოსავლეთის მეორე სეკივაკედ ასანოიამაა წარმოდგენილი, რომელიც იაპონური სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით კარანტინის წესების დარღვევის გამო 6 ბაშოს განმავლობაში დისკვალიფიცირდა. კომოსუბის სტატუსს აღმოსავლეთიდან ტაკაიასუ, დასავლეთიდან კი იჩინოჯო მოირგებენ. რაც შეეხება ლევან გორგაძეს, ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ლევან გორგაძეს!

სხვა სტატიები