Belive

შარიქაძე: "როგორც ყოველთვის, რუსები მატჩამდე ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდებიან"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
7 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პრინციპულ მეტოქეს, რუსეთს დაუპირისპირდება. გუშინ "ბორჯღალოსნებმა" ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ის თვლის, რომ ნაკრებში ახალგაზრდების შედინება მზადების პროცესზე დადებითად აისახა და გულშემატკივრებს, რომლებიც 7 თებერვალს ტრიბუნებზე ვერ იქნებიან. ტრადიციულად, ბოლომდე ბრძოლას პირდება:
"ეს ბიჭები დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდნენ, რაც სავარჯიშო პროცესზე დადებითად აისახა და მათი ძალიან მეიმედება. როგორც ყოველთვის, რუსეთი მატჩამდე ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. ამბობენ რომ გამარჯვება უნდათ… ჩვენის მხრივ ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ. რუსეთმა შიდა ჩემპიონატის ნაკრებთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და სიახლეებით არ გამოირჩეოდა. ისინი ტრადიციულად, ფეხით ეცდებიან ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას და იქ ხელდახელ თამაშს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ." "სავსე ტრიბუნებიდან და 80 წუთის განმავლობაში ერთგული ქომაგობიდან უდიდესი მუხტი მოდის. სამწუხაროდ, ამ თამაშს გულშემატკივარი ვერ დაესწრება, მაგრამ უფლება არ გვაქვს ამან ჩვენზე იმოქმედოს," - თქვა შარიქაძემ.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი "მიხეილ მესხზე" 7 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
 

სხვა სტატიები