Belive

შენგელია გამოჯანმრთელდა - თორნიკე დღევანდელ მატჩში დაბრუნდება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თორნიკე შენგელია მცირე პაუზის შემდეგ პარკეტს დღეს დაუბრუნდება. მოსკოვის "ცსკა" ევროლიგაზე სტუმრად "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა კალათბურთელმა მუხლის დაზიანება რამდენიმე კვირის წინ, VTB ლიგაზე მიიღო.

თორნიკემ "ცსკა"-ს ოფიციალურ გვერდთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა: "ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. თავს ახლა გაცილებით უკეთესად ვგრძნობ და დიდი შერკინებისთვის მზად ვარ. "ოლიმპიაკოსი", მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშია ტაბლოზე, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის."

სხვა სტატიები