Belive

შენგელიამ იფრინა, "ვირტუსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კალათბურთში იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია გრძელდება - სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" "მილანს" კვლავ შინ, ბოლონიის "სეგაფრედო არენაზე" უმასპინძლა და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით გამარჯვება მოახერხა ანგარიშით 75:68. ბოლონიელთა გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ეკუთვნის - პარკეტზე გატარებულ  31 წუთში თოკომ 22 ქულას, 8 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია, შენგელიამ 14-დან 9 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა. ამგვარად სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მომდევნო ორ მატჩს კი ამჯერად მილანის "მედიოლანუმ ფორუმი" 12 და 14 ივნისს უმასპინძლებს.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Virtus Segafredo Bologna (@virtussegafredobologna)

სხვა სტატიები