Belive

შესანიშნავი გამარჯვება - ბასილაშვილმა მილმანი დაამარცხა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯონ მილმანი (41) 3 სეტში 2:6; 6:4; 6:2 დაამარცხა და ხანგძლივი წაგებათა სერია შეწყვიტა. 31 წლის ავსტრალიელთან დაპირისპირება 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა შეხვედრა საკმაოდ ცუდად დაიწყო და პირველი სეტი მარტივად დათმო. ამის შემდეგ, ბასილაშვილი გააქტიურდა და მილმანის წინააღმდეგ შემტევი ტაქტიკა აირჩია. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 41-ე ჩოგანთან ბევრი კარგი დარტყმა შეასრულა, რითაც ზედიზედ 2 სეტისა და მატჩის მოგებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამით ბასილაშვილმა 5 თამაშიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. საერთოდაც, ნიკოლოზმა TOP 50 ჩოგბურთელის წინააღმდეგ 2 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ქართველს ბოლოს გამარჯვება 2019 წლის 8 ოქტომბერს, ბენუა პერთან ჰქონდა. დოჰას ტურნირის მეორე წრეში ბასილაშვილი მალეკ ჯაზირისა (262) და ბორნა ჩორიჩს (24) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები