Belive

შესანიშნავი მოგერიებების კოლაჟი, რომლითაც ლა ლიგამ მამარდაშვილს დაბადების დღე მიულოცა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 29 სექტემბერს 22 წლის გახდა.

"ღამურების" ქართველ გოლკიპერს ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა იუბილე ვიდეოთი მიულოცა, რომელშიც ესპანეთის ჩემპიონატში მისი ყველა გამორჩეული მოგერიებაა შეყვანილი.

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" 2021 წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით შეუერთდა, იანვარში კი მისი კონტრაქტი ესპანელებმა 850 000 ევროდ გამოისყიდეს 19 სექტემბერს მხარეებმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივეს, რომლის გამოსასყიდ თანხასაც 100 მილიონი ევრო შეადგენს.

ფეხბურთელმა, რომლის სატრანსფერო ფასიც Transfermarkt-ის მონაცემებით 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა, "ვალენსიას" მაისურით სულ 27 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაუშვა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში მამარდაშვილს 5 გოლი აქვს გაშვებული 2-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სხვა სტატიები