Belive

შვეიცარია-საქართველო (პრევიუ)

4 წლის წინ ქართული სპორტი
5 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 15 ნოემბერს, შვეიცარიასთან დაპირისპირებით დაასრულებს. "ჯვაროსნები" სენტ გალენში, "კიბუნპარკ არენაზე", ჯგუფიდან გასვლისთვის მებრძოლ შვეიცარიას ესტუმრებიან. სატურნირო მდგომარეობა  ჩვენს მეტოქეს 11 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში ირლანდიის ნაკრებს გადაასწრებს, რომელსაც ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და D ჯგუფს სათავეში უდგას. შვეიცარიამ, ისევე როგოც მასზე წინ მყოფმა ირლანდიამ და დანიამ 3-3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ კოპენჰაგენში დამარცხდა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში 12 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. საქართველო ჯგუფში სამი შეხვედრაა არ დამარცხებულა, ბოლოს კი დანიასთან, სტუმრად, დიდი ანგარიშით - 1:5 წააგო. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა მეტოქის კარი 7-ჯერ აიღეს, თავად კი 10 ბურთი გაუშვეს.
სათამაშო ფორმა შვეიცარიის ნაკრებს ევროშესარჩევის ბოლო 15 საშინაო შეხვედრაში არ წაუგია, აქედან 10 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა, 77% შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა. შვეიცარიელთა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა. ევროშესარჩევში შინ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში შვეიცარიამ მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. ჯაბა კანკავა კარგ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში სიმბოლურ გუნდში მოხვდა, იმ შემთხვევაში კი თუ შვეიცარიის კარს აიღებს, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ ფორმაციაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება (10 გოლით). ჩვენმა ნაკრებმა ევროშესარჩევში, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, გატანილი ბოლო ოთხი გოლიდან სამი პირველ ტაიმში გაიტანა.
ურთიერთშეხვედრები  შვეიცარიის ნაკრებს ისტორიაში სამჯერ დავუპირისპირდით, აქედან ორჯერ დავმარცხდით, ერთხელ კი ფრის გაგორება მოვახერხეთ. პირველად ჩვენი გზები 2002 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა, სადაც სტუმრად - 1:4 დავმარცხდით. ერთადერთი გოლი იმ დაპირისპირებაში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის შოთა არველაძის ანგარიშზეა. საპასუხო შეხვედრა თბილისში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მესამე მატჩი მიმდინარე შესარჩევის გახსნითი შეხვედრა იყო, რომელშიც, "დინამო არენაზე" ორი უპასუხო გოლი გავუშვით (ზუბერი, ზაკარია). დანაკლისი ჩვენი მეტოქე მათთვის აუცილებლად მოსაგებ დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ვერ ითამაშებს გუნდის გამოკვეთილი ლიდერი, ლივერპულის შემტევი ხერდან შაჩირი. გარდა ამისა, პეტკოვიჩს "ნიუკასლის" მცველის ფაბიან შერის, მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" თავდამსხმელის ემბოლოს, ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე "დინამო ზაგრების", მარიო გავრანოვიჩის და ბუნდესლიგაში მოთამაშე მეჰმედისა ("ვოლფსბურგი") და ("ჰოფენჰაიმი") ზუბერის გამოყენების შესაძლებლობა არ ექნება. ამ უკანასკნელმა თავი თბილისში მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა. რაც შეეხება ქართველთა ლაზარეთს, ვაისი თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე ითამაშებს, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ასევე, ბოლო ტურში მიღებული მძიმე დაზიანების გამო, ნაკრებს ჯემალ ტაბიძე ვერ შეუერთდა, ვის ნაცვლადაც სლოვაკმა სპეციალისტმა "საბურთალოს" ცენტრალურ მცველ გიორგი რეხვიაშვილს უხმო. მსაჯი შეხვედრას ჰოლანდიის ერედივიზიონის არბიტრი დენი მაკელიე განსჯის, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამ დაპირისპირებას გაუძღვა. მაკელიეს საქართველოსთან გადაკვეთა აქამდე არ ჰქონია, თუმცა შვეიცარიის ნაკრების მატჩი 2015 წელს განსაჯა. მაშინ, შვეიცარიამ ესტონეთს ევროშესარჩევის მატჩი შინ - 3:0 მოიგო. მაკელიეს ბარათების გამოყენება ძალიან უყვარს. ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში მან ფეხბურთელები მინიმუმ 4-ჯერ გააფრთხილა, აქედან ორში კი წითელი ბარათიც გამოიყენა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი). ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი) თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

სხვა სტატიები