Belive

სლუცკი: "ქართველების თამაშებს ვუყურე, ხვიჩა უკვე ნაკრების ლიდერია"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" ოფიციალურ საიტთან საუბარში ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველების გამართულ სამივე მატჩს უყურა. გამოცდილმა სპეციალისტმა, რა თქმა უნდა, "ჯვაროსნების" 20 წლის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
"მაკაროვმა, სტარფელტმა და კვარაცხელიამ ბოლოს მოედანზე 90 წუთი გაატარეს. მაკაროვი უკვე გუნდთან ერთადაა, ხვიჩა კი ცოტა ხანში შემოგვიერთდება. ამიტომ, ჩვენი პირველი ამოცანაა, შევაფასოთ, თუ რამდენად მზად იქნებიან ისინი "სოჭისთან" სათამაშოდ. "საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურე, მათ შორის შვედეთთან, როცა ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. საბერძნეთს თავის სტილში გაუტანა, კარგად შეასრულა ესპანეთთანაც. ჩანს, რომ ხვიჩა ეროვნულ ნაკრებში თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს, ის უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ისევე, როგორც "რუბინში"," - ამბობს სლუცკი.
"რუბინს" რუსეთის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი ხვალ, "სოჭის" წინააღმდეგ ელის. ზედიზედ ჩატარებული რამდენიმე თამაშის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვიჩა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში იყოს.  

სხვა სტატიები