Belive

სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდის ნაკრების მწვრთნელები და სპორტსმენები დაუპირისპირდნენ

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო შეწყდა. ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს, მკლავჭიდის ნაკრების მწვრთნელები და სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომის მიმდინარეობისას მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა სპორტსმენებმა ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. სპორტსმენებმა ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ერთპიროვნულ მმართველობაში დაადანაშაულეს. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის რომ სოსო ჯაჭვლიანი დღევანდელ სხდომაზე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის გათავისუფლებას გეგმავდა.
"ყველაფერს გვართმევს. გამგეობაში ნიშნავს ისეთ ხალხს, ვინც ამას ხელს მოუწერს. გეუბნება წადი სასამართლოში. რომელიც ძალიან დიდხნიანი პროცედურაა. რომ ჰკითხო, კანონით სულ მართალია", — ამბობს ბესი ლეკიაშვილი, საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელი.
ასევე ცნობილია, რომ გასულ თვეში მკლავჭიდელებმა პროტესტი იმის გამოც გამოხატეს, რომ ჯაჭვლიანი რამდენიმე მწვრთნელის ჩანაცვლებას პირადი ინტერესების გამო გეგმავდა. მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანი მწვრთნელებისგან პრემიებიდან გარკვეულ წილს მოითხოვდა, რაზეც მწვრთნელები უარს აცხადებდნენ.

იხილეთ დაპირისპირების ამსახველი ვიდეო

სხვა სტატიები