Belive

სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი: "საზoნოვს მსოფლიოზე თამაში შეეძლო, მაგრამ საქართველო და ჩურჩხელის ჭამა არჩია"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუსი ბიზნესმენი და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი პრეზიდენტი, ანდრეი ჩერვიჩენკო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახალწვეულის, საბა საზონოვის შესახებ საუბრობს და მას საქართველოს მოქალაქეობის არჩევის გამო აკრიტიკებს.

"თუ მას მხოლოდ შესარჩევ ტურნირებზე მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მთელი ეს საგიჟეთი, რომელსაც რუსეთის ჩამოცილება ეწოდება, 2-3 წელიწადი გაგრძელდება, მეტი - არა. შემდეგ კი რუსეთის ნაკრები კვლავ დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი გუნდით საზონოვს შეეძლო მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე, საამისოდ საკმაოდ ახალგაზრდაა და შანსი ექნებოდა, საქართველოსთან ერთად კი ამას ვერასდროს გააკეთებს.

თუ ქართველებთან თამაში უნდა, დაე, ითამაშოს. ჩვენი ბიჭები ორ წელიწადში სერიოზულ ტურნირებში ითამაშებენ და მას კი შეუძლია ჩურჩხელის ჭამით დატკბეს", - თქვა რუსმა ბიზნესმენმა და საფეხბურთო მენეჯერმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 19 სექტემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საბა საზონოვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდთან ერთად პორტუგალიისა და თურქეთის წინააღმდეგ ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრებისთვის მოემზადება.

სხვა სტატიები