Belive

სულ მალე მაუწყებლობას ახალი სპორტული ტელევიზია დაიწყებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ივლისის ბოლოს საქართველოში მაუწყებლობას ახალი სპორტული არხი "ინსპორტი" დაიწყებს, რომელიც სრულად ორიენტირებული იქნება ქართულ სპორტზე, მაქსიმალურად გააშუქებს საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებს და ქართველი სპორტსმენების საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პირველ ხელშეკრულებას "ინსპორტი" საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფედერაციასთან - ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან გააფორმებს. ამ ხელშეკრულების თანახმად "ინსპორტი" სრულფასოვნად გააშუქებს ქართულ ჭიდაობაში განვითარებულ მოვლენებს, პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემს საქართველოს ეროვნულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატებს ჭიდაობაში, კარტოზია-ბალავაძის საერთაშორისო ტურნირს და ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე, სრულად გაშუქდება ყველა ასაკობივი ნაკრები გუნდის შიდა პირველობები და მოხდება ქართველი მოჭიდავეების პოპულარიზაცია სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში. "ინსპორტსა" და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიზანია, ჭიდაობა გახდეს კიდევ უფრო დაფასებული, პოპულარული და მომავალი თაობისთვის მიმზიდველი.

სხვა სტატიები