Belive

სუმოს განახლებული რეიტინგი (იანვრის ბანძუკე)

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული სუმოს რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგში ორივე ქართველი საგრძნობლად დაქვეითდა. ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე დასავლეთის მე-6 მაეგაშირას სტატუსით წარსდგება, რაც განვლილ ბაშოზე მისი უარყოფითი შედეგის დამსხურებაა. რაც შეეხება მეორე ქართველ გოლიათს, თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს დივიზიონიდან მაკუშიტას დივიზიონამდე დაქვეითდა, სადაც აღმოსავლეთის მე-9 ნომერი იქნება. იანვრის ბაშოს რეიტინგის სათავეში, განვლილი ბაშოს ჩემპიონი, იოკოძუნა ჰაკუჰო მოექცა. ჰაცუ ბაშოზე 2 ოძეკი იქნება - ტაკაკეიშო და გოეიდო. ასევე ტურნირზე 2 სეკივაკე იასპარეზებს, ასანოიამა და ტაკაიასუ, ამ უკანასკნელს, როგორც ყოფილ ოძეკის ექნება ერთი შანსი, რომ მინიმუმ 10 მოგება დააგროვოს და დაიბრუნოს ოძეკის წოდება. რაც შეეხება სანიაკუს ყველაზე დაბალ საფეხურს, ანუ კომოსუბის წოდებას, აბი და დაიეიშო იქნებიან ის რიკიშები, რომელიც ჰაცუ ბაშოზე აღნიშნული რანგის ქვეშ იასპარეზებენ. იანვრის ბაშო 12 იანვარს, ტოკიოში აიღებს სტარტს, ტურნირს 15 დღის განმავლობაში რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლე უმასპინძლებს.

სხვა სტატიები