Belive

ტაკაკეიშო ნაცუ ბაშოს მოეხსნება?

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ დღეს ოძეკმა ტაკაკეიშომ კომუსუბი მიტაკეუმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ ნათლად გამოჩნდა რომ ტაკაკეიშომ ფეხი იტკინა. ამასთან დაკავშირებით ჩიგანოურას ბეიას ოიაკატამ შემდეგი განაცხადა: "ჩვენ ხვალ დილით გადავწყვეტთ გააგრძელებს თუ არა ტაკაკეიშო ასპარეზობას, დილით ის საავადმყოფოში წავა შემდეგ სავარჯიშოდ დაბრუნდება და თუ ტკივილი იგრძნო მე არ მსურს რომ მან საკუთარ თავს ტურნირის გაგრძელება დააძალოს." შეგახსენებთ რომ ტაკაკეიშო ხვალ, ბაშოს მეხუთე დღეს ტამავაშის უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც დღეს ტოჩინოშინმა დაამარცხა, იმ შემთხვევაში თუ 22 წლის ოძეკი ბრძოლას ვერ მოახერხებს ტამავაშის გამარჯვება ჩაეწერება. ხვალვე ჯურიოს დივიზიონში გაგამარუ სოკოკურაის, ხოლო მაკუუჩიში ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება, Live.ge ქართული კომენტირებით პირდაპირ ეთერს 11:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები