Belive

ჭრიკიშვილი ზვიადაურზე: "მე დამაკავეთ რამდენი ხანიც გინდათ"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი თავდებში უდგება ზურაბ ზვიადაურს, რომელიც გუშინ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"შემიძლია მე ჩავჯდე აქ რამდენი ხანიც გინდათ. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო არ ვიცი. მე სრულ ჭკუაზეც ამას ვიზამ. თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად, თუ მან რამე დააშავა," - განაცხადა ჭრიკიშვილმა "ტვ პირველთან" საუბარში.
ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს.  ზვიადაურის ადვოკატები, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა, თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ავთანდილ ჭრიკიშვილისა, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე უდგებიან.

სხვა სტატიები