Belive

ტენერიფემ მოიგო | შერმადინის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ არენაზე, "ბრეგანს" უმასპინძლა.  შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:78, "ტენერიფეს" გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე ჯამში 26 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 19 ქულით, 5 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გიორგი შერმადინი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB) მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "ტენერიფე" ACB ლიგის სატურნირო ცხრილში 17 მოგებით და 10 მარცხით, მე-6 პოზიციას იკავებს. "ტენერიფე" მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც საპასუხო მატჩში "ტოფაშს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები