Belive

ტენერიფეს მორიგი გამარჯვება - შერმადინი კვლავ შეხვედრის MVP გახდა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ACB ლიგის 22-ე ტურში “იბეროსტარ ტენერიფე" გასვლაზე  “მორაბანკ ანდორას” დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 83:89 მოიგო. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიროგი შერმადინმა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 22:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, გიორგიმ ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 29-ს გაუტოლდა.
 
ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატში “იბეროსტარ ტენერიფემ” 21 ჩატარებული შეხვედრიდან 17 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, შერმადინის გუნდი მხოლოდ “რეალს” ჩამორჩება. ACB ლიგის მომდევნო ტურში 7 თებერვალს "ტენერიფე" "ბასკონიას" უმასპინძლებს.    

სხვა სტატიები