Belive

თავისუფლება ვაჟა ექიმს! დინამო თბილისის და დილას ფეხბურთელები აქციას შეუერთდნენ

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ეროვნული ლიგის 35-ე ტური ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციით დაიწყო - 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და იგი დღემდე ცხინვალის ციხეში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაათავისუფლებენ ქართველ ექიმს. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ და საერთაშორისო თანამეგობრობა. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ხვალ ისევ შეეცდებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკანში მოინახულონ. ასევე აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს აშშ-ის საელჩო.

გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს , ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს , რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაეწობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.

სხვა სტატიები