Belive

თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იწყებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
წყალბურთის გუნდი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. „დინამოს“ პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტუნირზე დებიუტი 9 ოქტომბერს ესპანური „ტერასას“ წინააღმდეგ ექნება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. B ჯგუფში თბილისის „დინამოს“ მეტოქეები უნგრული „ტელეკომ ბუდაპეშტი“, „ფერენცვაროში“, ასევე ფრანგული „მარსელი“, „ტერასა“, ზაგრების „მლადოსტი“, გერმანული „ჰანოვერი“ და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული იტალიური „პრო რეკო“, რომელიც აღნიშნული საკლუბო ტურნირის 8-გზის გამარჯვებულია. თბილისის „დინამო“ ჯგუფურ ეტაპზე 7 საშინაო და 7 გასვლით მატჩს ჩაატარებს. შეხვედრებს სპორტკომპლექსი „ოლიმპიკი“ უმაპსინძლებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორ ჯგუფში 8-8 გუნდია გადანაწილებული. აქედან ფინალურ ეტაპზე 4-4 საუკეთესო კლუბი გადის, რომელიც საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, მიხეილ ბაღათურია, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, გიორგი ერისთავი, გიორგი გვეტაძე, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა ქავთარაძე, გურამ ხუციშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი მესხი, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა, თედო შავშიშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ნიკა შუშიაშვილი, დაჩი თევდორაშვილი, დამირ ცრეპულია, ბორის ლაპენსკი

1tv.ge

სხვა სტატიები