Belive

თბილისის გრანდ სლემი გადაიდო

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

25-27 მარტს გასამართი თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში, აღარ ჩატარდება. ამის მიზეზი უკრაინა-რუსეთის ომია.

საქართველოში ჩამოსასვლელად 19 ქვეყნის 145 ძიუდოისტი ემზადებოდა, თუმცა დღეს ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ცნობილია, გრანდ სლემს თბილისი ზაფხულში, 3-5 ივნისს უმასპინძლებს.