Belive

თბილისის გრანდ სლემი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე დღეში საქართველოში პირველი გრანდ სლემი გაიმართება. თბილისი ძიუდოს მსოფლიო ტურს 26-28 მარტს უმასპინძლებს. თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილებით, ტურნირს გულშემატკივრის გარკვეული რაოდენობა დაესწრებოდა. ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებული იყო კიდეც, თუმცა, სულ ახლახანს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ განცხადება გაავრცელა.
"მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით...Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on ოთხშაბათი, 24 მარტი, 2021

სხვა სტატიები