Belive

"თოკოს ჩანაცვლება სხვა მოთამაშით მოგვიწევს"- ილიას ზუროსი

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით, 77:66 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც 21 წუთში, 20 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, თუმცა კაპიტანმა თამაში, ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ექიმები თავიდან მხრის ამოვარდნაზე ფიქრობდნენ, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ საქართველოს კაპიტანს მხარი აქვს მოტეხილი. აქედან გამომდინარე, თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების წინაშე, ილია ზუროსი გოგა ბითაძესთან ერთად წარსდგა. მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო ასპექტებზე, ფანებზე და თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა.

" ძალიან რთული შეხვედრა იყო, რომლის მოგებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ ვზეიმობთ გამარჯვებას, რადგან თორნიკე შენგელიამ საშინელი ტრავმა მიიღო. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტები ვართ და თოკოს ჩანაცვლება სხვა მოთამაშით მოგვიწევს. საქართველოს ნაკრებს აქვს იმის საშუალება, რომ პარკეტზე რამდენიმე ხუთეული გამოიყვანოს. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ გოგას უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. მე მჯერა ჩემი გუნდის.

დღეს დაცვა კარგად გამოიუყურებოდა. მაყურებელი შეამჩნევდა, რომ ბოლო თამაშებთან შედარებით, დღეს მეტოქეებს ცოტა სივრცე მივეცით. ვარჯიშებზე სხვადასხვა ვარიანტებს ვამუშავებდით და შედეგიც სახეზეა."

ილიას ზუროსმა ფანების ფაქტორზეც ისაუბრა:

" იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა, სამწუხაროა, რომ დღეს ცოტა მაყურებელი მოვიდა. მესმის, ბოლო შეხვედრებში ჩვენი თამაში არ იყო მოსაწონი, მაგრამ ჩვენს გუნდს მხარდაჭერა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ევრობასკეტის მატჩებზე ბევრი ხალხი მოვა მხარდასაწერად და დარბაზი გაივსება."

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები შემდეგ მატჩს, 27 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22:30-ზე დაიწყება, რომელსაც ბრეშა უმასპინძლებს.

სხვა სტატიები