თორნიკე შენგელიას ტრავმა სერიოზული გამოდგა – ქართველი კალათბურთელი თამაშს მინიმუმ 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მოსკოვის “ცსკა”-ს ლიდერი ევროლიგის ბოლო ტურის მატჩში, “ზენიტთან” დაშავდა. თორნიკემ მხრის არეში მცირე ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც რუსული გუნდი ვარაუდობდა, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნებოდა.
შენგელია შესანიშნავ ფორმაში იყო – ის ევროლიგის ზედიზედ 2 თამაშის MVP გახდა. 30 წლის ფორვარდმა ჯერ “ეფესსთან” გაიბრწყინა, შემდეგ კი – “ზენიტთან”.
სამწუხაროა, რომ ამ ტრავმის გამო თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ვერ დაეხმარება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 26 ნოემბერს უკრაინას შეხვდება, 3 დღეში კი – ესპანეთს.