Belive

თურქეთში ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
თურქეთში ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც თურქული მედია იუწყება, ქურდობის ფაქტი ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრში დაფიქსირდა. „სავაჭრო ცენტრის დახურვის შემდეგ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთები მოპარული იყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილები დაადგინა. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს. სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ“, - წერს თურქული მედია. წყარო: ინტერპრესნიუსი

სხვა სტატიები