12 იანვრიდან ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში, 2020 წლის, სუმოს პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო აიღებს სტარტს.
განვლილ ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობისა და არასახარბიელო ბალანსის დაფიქსირების შედეგად, აღნიშნულ ტურნირში ექს-ოძეკი ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს.
ქართველი გოლიათი საწყის ორ ბრძოლას მე-7 მაეგაშირების წინააღმდეგ გამართავს.
პირველ დღეს ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოზანს შეერკინება, მეორე საბრძოლო დღეს კი ქართველი გოლიათი ბედს დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშოს წინააღმდეგ გაარკვევს.