ტოჩინოშინის პირველი ორი დღის მეტოქეები ცნობილია!

1.59K
ნახვა

10 ნოემბერს, 2019 წლის რიგით უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი კიუშუ ბაშო იწყება, სადაც ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში იასპარეზებს.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ოძეკის პრივილეგია ექნება და 10 გამარჯვების შემთხვევაში ამ უკანასკნელ რანგს დაიბრუნებს.

პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა მეისეი იქნება, მეორე დღეს კი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდება.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ლევან გორგაძეს.

 

(1585)

ტოჩინოშინის პირველი ორი დღის მეტოქეები ცნობილია!

სტატიის ავტორი
-