Belive

ტოკიო 2020 - ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ მოხვდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიადის მე-2 დღეს ასპარეზობა ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ დაიწყო. თავისთვის მე-9 ოლიმპიური თამაშები ქართველისთვის წარუმატებელი გამოდგა. ნინომ 10-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 მონაწილიდან 31-ე ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. სალუქვაძესთვის ტოკიო 2020 არ დასრულებულა. ის საქართველოსთვის მედლების მოპოვებას 25-მეტრიანი პისტოლეტიდან სროლაშიც შეეცდება.

სხვა სტატიები