Belive

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში გადაიდო

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
კორონავირუსის გამო 2020 წლის ტოკიოს სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში გადაიდო. შეხვედრები 22-29 მარტს როტერდამში უნდა ჩატარებულიყო. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებს. რევაზ ჩომახიძის გუნდს A ჯგუფში, თურქეთის კანადის, ბრაზილიის, მონტენეგროსა და საბერძნეთის წინააღმდეგ მოხვდა. როგორც ცნობილია, ოლიმპიადის ლიცენზიები წყალბურთში 31 მაისიდან 7 ივნისამდე გათამაშდება. ტურნირის მდებარეობა იმავე რჩება.

სხვა სტატიები