Belive

ტრაგედია - 18 წლის ქართველო მორაგბე გარდაიცვალა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირი დღეს ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 18 წლის ქართველი მორაგბე ბესო სარალიძე გარდაიცვალა. ზესტაფონის "არწივების" ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
"საქართველოს რაგბის კავშირი და სარაგბო თემი მწუხარებას გამოვთქვამთ ზესტაფონის „არწივების“ ახალგაზრდა მორაგბის, ბესიკ სარალიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ ბესოს ოჯახის ტკივილს," - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.