Belive

ცნობილია 2019 წლის პირველი ტურნირი, რომელშიც გურამ თუშიშვილი იასპარეზებს

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2019 წელი ძიუდოში თელ ავივის გრანდ პრიზმა გახსნა, რომელმაც სტარტი 24 იანვარს აიღო და 26 თებერვალს დასრულდა. 2019 წლის მეორე ოფიციალური ტურნირი პარიზში გაიმართა, სადაც პარიზმა გრანდ სლემს უმასპინძლა. პარიზის გრანდ სლემი 9-10 თებერვალს მიმდინარეობდა და ოქროს მედალი - ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგო (-100).  რამდენიმე დღის წინ კი დასრულდა 2019 წლის რიგით მესამე ტურნირი - დიუსელდორფის გრანდ სლემი, რომელიც 22-24 თებერვალს მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრანდ სლემი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიგეს. აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიო ჩემპიონს - გურამ თუშიშვილს. უცნობია, თუ რატომ არ მიიღო გურამმა აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობა, თუმცა დღეს ოფიციალურად გაირკვა, რომ გურამ თუშიშვილი პირველად - თბილისის გრანდ პრიზზე იასპარეზებს. თბილისის გრანდ პრიზი სტარტს 29 მარტს აიღებს და 31 მარტს დასრულდება.  

სხვა სტატიები