Belive

უელსმა მსოფლიო თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ და ექვსი ერის მიმდინარე წლის გათამაშების გამარჯვებულმა უელსის ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის 42 კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "დრაკონებში" ორი სავარაუდო დებიუტანტია ბურჯი რის ქერი და ფრთა ოუენ ლეინი. შემადგენლობაშია უელსელთა ყველაზე გამოცდილი მოტამაშე ალუნ ვინ ჯონსი, ასევე ევროპული და მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები: ტობი ფალეტაუ, გარეთ დევისი, ჯორჯ ნორთი, ლაიამ უილიამსი, ლი ჰალფპენი და სხვები. საქართველოსა და უელსის ნაკრების დაპირისპირება "ტოიოტა სითი სთედიუმზე" 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.    

სხვა სტატიები