Belive

UFC-ში მერაბ დვალიშვილის მორიგი მეტოქე და ორთაბრძოლის თარიღი გაირკვა 

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად UFC-ის წარმომადგენელი ბი ჯი პენი ავრცელებს. 30 წლის ქართველის მეტოქე კოდი სტამანი იქნება, რომელსაც ის 5 დეკემბერს უნდა შეხვედროდა, თუმცა ორთაბრძოლა არ აშედგა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მესვეურებმა დაპირისპირების თავიდან ორგანიზება გადაწყვიტეს. დვალიშვილს ამჟამად ყველაზე მსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მე-12 პოზიცია უკავია და მის მომავალ მეტოქეს ერთი საფეხურით უსწრებს. დვალიშვილს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 16 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 გამარჯვებით დაასრულა, ბოლო ხუთ დუელში კი დაუმარცხებელია.

სხვა სტატიები