Belive

უკრაინის თასზე ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელები შეხვდებიან

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გუშინ უკრაინის თასის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა. დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სტუმრად "დნიპრო 1" 0:2 დაამარცხა, ნიკა სიჭინავას "ინჰულეცმა" კი "ზორიას" 2:1 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აქედან გამომდინარე, უკრაინის თასზე ერთმანეთს ორი ქართველი შეხვდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სიჭინავა პოზიციით თავდამსხმელია და უკრაინაში 3 წლის წინ, ფოთის "კოლხეთიდან" წავიდა. "შახტარსა" და "ინჰულეცს" შორის ფინალური მატჩი 15 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები