ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის
4 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
- 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კაშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში - ქარი ქაფი;
- შედგება მჭიდრო ურთიერთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;
- ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: U15, U17, U18, U20) რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე თამაშებს;
- სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისთებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი თრეინინგები;
- ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულ და სამხრეთ აფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
- ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სმხრეთ აფრიკაში ასევე საქართველოში.