Belive

ვაისი: "დანიასთან ფრე მეტს ნიშნავს, ვიდრე ესპანეთთან გამარჯვება"

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა - მატჩი "დინამო არენაზე" დანიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა და ანგარიშით 0:0 დასრულდა. ამ შედეგით, საქართველოს 5 მატჩში 4 ქულა აქვს მოპოვებული და D ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს.
თამაში მოგება ფრე მარცხი გატანილი გაშვებული გოლების სხვაობა ქულა
ირლანდია 5 3 2 0 6 2 4 11
დანია 5 2 3 0 15 5 10 9
შვეიცარია 4 2 2 0 10 4 6 8
საქართველო 5 1 1 3 4 8 -4 4
გიბრალტარი 5 0 0 5 0 16 -16 0
მატჩი შეაფასა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა. მისი სიტყვებით, დღევანდელი შედეგი საქართველოს ნაკრების პოსტზე ყოფნის პერიოდში საუკეთესი იყო: "დღევანდელმა მატჩს ესპანეთთან გამარჯვებაზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა. დანია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, სადაც კრისტიან ერიქსენის დონის ფეხბურთელები თამაშობენ. უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა დონის გუნდთან გვიწევდა თამაში. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად თამაშობდა და მეორე ტაიმში გოლის გატანის საშუალებაც არაერთხელ ჰქონდა. დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, იოლ დან ტომასონის განცხადებით, იგი რთულ გასვლით მატჩს ელოდა: "ვიცოდით რომ რთული მატჩი გველოდებოდა. კარგი შედეგია ის, რომ მატჩის სადავეები ძირითადად დანიის ხელში იყო და შედეგად, გუნდმა გოლი არ გაუშვა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 საგოლე შანსი ჰქონდა," განაცხადა ტომასონმა.  

სხვა სტატიები