Belive

ვინ რამდენი გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე 8 დღის შემდეგ (ტოპ 5)

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2021 წლის გამხსნელი სუმოს სუპერტურნირი 10 იანვარს დაიწყო და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს იანვრის ბაშოს პირველი რვა დღის შემდეგ: 1) მიტაკეუმი – 86 კენშო $34,400 2) დაიეიშო – 75 კენშო $30,000 3) შოდაი – 68 კენშო $27,200 4) ტაკარაფუჯი – 57 კენშო $22,800 5) ასანოიამა – 49 კენშო $19,600
მე-7 საბრძოლო დღის ბოლო შეხვედრა ტოჩინოშინსა და ტაკაკეიშოს შორის გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა – გამარჯვებულმა 30 კენშო აიღო, რაც დაახლოებით 12,000$-ია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექს-ოძეკი ტურნირზე 8 საბრძოლო დღის შემდეგ, უარყოფითი ბალანსით, 2 მოგებით და 6 მარცხით აგრძელებს ასპარეზობას.

სხვა სტატიები