ვირტუალური საჩოგბურთო ტურნირი – ბასილაშვილი დავიდ ფერერის წინააღმდეგ

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეჩერებულია, მათ შორის საჩოგბურთოც, Tennis TV-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ვირტუალური ტურნირი, რომელში მონაწილეობასაც 64 მოქმედი და ყოფილი ჩოგბურთელი მიიღებს.

ჩოგბურთელების შერჩევის პრინციპი ასეთია – მოქმედი ჩოგბურთელებიდან რეიტინგის 32 საუკეთესო მოთამაშე და ყოფილი ჩოგბურთელებიდან “ვარსკვლავური” 32-ეული.

იმის გამო, რომ ტურნირში მონაწილეობას მიმდინარე რეიტინგის ტოპ 32 მოთამაშე მიიღებს, ლოგიკურია რომ შეჯიბრში ქართველ ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვიხილავთ, რომლის პირველი მეტოქე დავიდ ფერერი იქნება, ხოლო თუ ესპანელი ჩოგბურთელის ბარიერი წარმატებით დაძლია, რაფაელ ნადალისა და ყველასათვის ცნობილ მატს ვილანდერის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

Tennis TV-მ ტურნირს სიმბოლურად “მაიამის ALL STAR” დაარქვა.

ტურნირის პრინციპი ასეთია – იმარჯვებს ის, ვინც გულშემატკივრებისა და ჩოგბურთის მოყვარულების მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ხმის მიცემა Tennis TV-ს ტვიტერის გვერდზე იქნება შესაძლებელი, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თითოეულ წყვილში სასურველ ჩოგბურთელს მისცეს ხმა.

 

(276)

ვირტუალური საჩოგბურთო ტურნირი – ბასილაშვილი დავიდ ფერერის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-