Belive

ვინ იასპარეზებს დღეს მინსკში საქართველოს სახელით?

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მე-2 ევროპული თამაშების მე-6 დღეს ქართველი გულშემატკივარი მორიგ მედლებს ელოდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (125კგ) ფინალშია გასული და დღეს რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება. ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს კიდევ 2 მოჭიდავე: ლაშა ლომთაძე (57კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74კგ). ასპარეზობას იწყებს ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც.

დღეს საქართველოს სახელით მინსკში შემდეგი სპორტსმენები იასპარეზებენ:

თავისუფალი ჭიდაობა: 65კგ: ლადო ხინჩეგაშვილი 97კგ: ელიზბარ ოდიკაძე 57კგ: ლაშა ლომთაძე 74კგ: ავთანდილ კენჭაძე 125კგ: გივი მაჭარაშვილი

ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე (სპორტული პისტოლეტი 25 მ) – 10:15 – 13:55

კრივი: 49კგ: სახილ ალახვერდოვი (ნახევარფინალი)                                              52კგ: ნოდარ დარბაიძე 56კგ: არტუშ გომციანი 69კგ: ესკერხან მადიევი 60კგ: ოთარ ერანოსიანი 64კგ: ლაშა გურული

სხვა სტატიები