Belive

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ნაგოია ბაშოზე

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2021 წლის რიგით მეოთხე სუმოს სუპერტურნირი ივლისის ანუ ნაგოია ბაშო დასრულებულია. ტურნირის ჩემპიონის ამპლუა ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მოირგო, რომლისთვისაც აღნიშნული ტიტული მისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, რიგით მე-45 გახლდათ. საყურადღებოა, რომ ჰაკუჰომ ნაგოია ბაშო წაგების გარეშე, 15:0-ზე ბალანსით დაასრულა და ე.წ. ძენშო იუშო მოიპოვა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგოთ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰაცუ ბაშოზე:
1) ტერუნოფუჯი – 221 კენშო ≈ $88,400 2) ჰაკუჰო – 197 კენშო ≈ $78,800 3) შოდაი – 77 კენშო ≈ $30,800 4) მიტაკეუმი – 60 კენშო ≈ $24,000 5) ტაკაიასუ – 51 კენშო ≈ $20,400
სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტოჩინოშინმა ბაშო უარყოფითი ბალანსით – 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა.

სხვა სტატიები